ბრიტანეთის მძლეოსანთა ნაკრებს ტოკიოში მოპოვებული ვერცხლის მედლის ჩამორთმევა ემუქრება #1TVSPORT
ბრიტანეთის მძლეოსანთა ნაკრებს ტოკიოში მოპოვებული ვერცხლის მედლის ჩამორთმევა ემუქრება #1TVSPORT

ტესტირების საერთაშორისო სააგენტომ (ITA) შეამოწმა ბრიტანელი მძლეოსნის ჩიჯინდუ უჯის B სინჯი, რომელმაც დაადასტურა მის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატების – ოსტარენისა და S-23-ის არსებობა.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 27 წლის მორბენალი ბრიტანეთის ნაკრების წევრი იყო 4×100 მეტრზე ესტაფეტაში და პარტნიორებთან ერთად ვერცხლის მედალი მოიგო.

14 სექტემბერს, უჯის საქმე გადაიგზავნა სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში, რომელმაც უნდა განიხილოს ესტაფეტაში ბრიტანეთის ნაკრების მიერ ნაჩვენები შედეგის ანულირების საკითხი. თავად სპრინტერს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.