ბრიტანეთის გრანპრის კვალიფიკაცია ლუის ჰემილტონმა მოიგო
ბრიტანეთის გრანპრის კვალიფიკაცია ლუის ჰემილტონმა მოიგო

8 ივლისს “სილვერსტოუნის” ტრასაზე ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მე-10 ეტაპი – ბრიტანეთის გრანპრი გაიმართება.

მანამდე კი საკვალიფიკაციო რბოლა ჩატარდა და გაირკვა, რომ პირველი პოზიციიდან სტარტს “მერსედესის” პილოტი ლუის ჰემილტონი აიღებს.

ბრიტანელმა საუკეთესო წრე საათსა და 25.892 წამში დაფარა. მან 0.044 და 0.098 წამით მოუგო მეორე და მესამე ადგილებზე გასულ სებასტიან ფეტელსა და კიმი რაიკონენს, რომლებიც “ფერარის” პილოტები არიან.
სტარტზე მეოთხე პოზიციაზე იდგება “მერსედესის” მეორე პილოტი ვალტერი ბოტასი. შემდეგ მოდიან “რედ ბულის” წევრები – მაქს ფერსტაპენი და დანიელ რიკარდო.

შეგახსენებთ, რომ ცხრა ეტაპის შემდეგ, საერთო ჩათვლას ლიდერობს ფეტელი. მას 145 ქულა აქვს და ერთით უსწრებს ჰემილტონს.