ბრიტანეთის დაზვერვა - „ვაგნერის“ დამფუძნებლი ევგენი პრიგოჟინი ვლადიმერ პუტინს უპირისპირდება
კერძო რუსული სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ დამფუძნებლი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უპირისპირდება. ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სადაზვერვო მონაცემების თანახმად, საქმე ეხება 10 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოხალისეთა ყველა ფორმირებას დაევალა პირველ ივლისამდე კონტრაქტის გაფორმება სამინისტროსთან „უკრაინის ომში მათი გამოყენების ეფექტურობის გაზრდის მიზნით“, რასაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც დაუჭირა მხარი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ახალი ბრძანების გაცემამდე „ვაგნერის“ დამფუძნებელი მწვავედ აკრიტიკებდა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, თუმცა ეყრდნობოდა პუტინის ავტორიტეტს, რაც 10 ივნისის შემდეგ შეიცვალა.
„პრიგოჟინის რიტორიკა გამოწვევად იქცევა რუსი მმართველი ფენებისთვის. 2023 წლის პირველი ივლისი, მოხალისეების მიერ კონტრაქტების ხელმოწერის ბოლო ვადა, სავარაუდოდ, დაპირისპირების საკვანძო ეტაპი იქნება“, – წერს ბრიტანეთის თავდაცვის უწყება სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით.
შეგახსენებთ, 14 ივნისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ვაგნერის მებრძოლებიდან არცერთი არ არის მზად იმისთვის, რომ გაიარონ „სირცხვილის გზაზე“. სწორედ ამიტომ ისინი არ გააფორმებენ კონტრაქტებს თავდაცვის სამინისტროსთან.