პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადის სნოუბორდის შეჯიბრმა შესაძლოა ერთ-ერთი ფავორიტის, ბრიტანელი ქეთი ორმეროდის გარეშე ჩაიაროს. ოთხშაბათის ვარჯიშზე მაჯის დაზიანების შემდეგ, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენის ოლიმპიადაში მონაწილეობას ხელს არ შეუშლიდა, ორმეროდმა კიდევ ერთი ტრავმა ხუთშაბათს მიიღო, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზული.
სნოუბორდის საკვალიფიკაციო ეტაპი ქალებს შორის კვირას, 11 თებერვალს გაიმართება.
ქეთი ორმეროდი პირველი ბრიტანელია, რომელმაც გასულ წელს მოსკოვში გამართულ მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა, ექსტრემალურ თამაშებში კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ორმეროდის ანგარიშზე კიდევ ერთი ბრინჯაოა, რომელიც მან 2016 წელს, პიონჩანგში გამართულ ზამთრის ოპლიმპიადის ტესტ-ტურნირზე აიღო.
ავტორი -
რამაზ ხატიაშვილი