ბრიტანელმა მოკრივე სკოტ ვესტგარტმა, რომელიც თავის თანამემამულე დეკ სპელმენთან ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა, შვიდი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, – წერს ვებ-რესურსი The Boxing Post.
კერძოდ, მოკრივის დედამ უფლება მისცა ექიმებს, დონორებად გამოეყენებინათ მისი ვაჟის ორგანოები.
31 წლის ვესტგარტი 24 თებერვალს, სპელმენთან გამარჯვების შემდეგ, რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
ბრძოლის დასრულებისთანავე, ვესტგარტმა ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს და როგორც აღნიშნავენ, უკვე მაშინ ცუდად გამოიყურებოდა. ამის შემდეგ, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ტვინში სისხლჩაქცევით გარდაიცვალა.