„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ახალგაზრდა კალათბურთელ ბრენდონ ინგრამისთვის მიმდინარე სეზონი რამდენიმე კვირის წინ დასრულდა.
21 წლის ფორვარდმა მხარი დაიზიანა. ინგრამს ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა და როგორც გუნდის ოფიციალური ტვიტერის გვერდი იუწყება, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა.
ინგრამი არ არის ერთადერთი ახალგაზრდა კალათბურთელი, რომლისთვისაც სეზონი ნაადრევად დასრულდა. „ლეიკერსის“ გამთამაშებელი ლონზო ბოლი, გუნდს ასევე სეზონის ბოლომდე, კოჭის ტრავმის გამო გამოაკლდა.