„ნიუ ორლეანს“ სულ მალე დრაფტის მთავარი ვარსკვლავი და გუნდის პოტენციური ლიდერი ზაიონ ვილიამსონი დაუბრუნდება. ახალგაზრდა ტალანტი სავარაუდოდ სადებიუტო შეხვედრას 22 თებერვალს ჩაატარებს.
ზაიონის არყოფნაში ბრწყინვალე სტატისტიკას აჩვენებს „პელიკანსის“ კიდევ ერთი ახალწვეული ბრენდონ ინგრამი. „იუტასთან“ მოგებულ მატჩში ახალგაზრდა კალათბურთელმა პირად სარეკორდო 49 ქულა დააგროვა. ინგრამმა 25-დან 15 ორქულიანი, 8-დან 3 სამქულიანი და 20-დან 16 საჯარიმო ჩააგდო და გუნდის გამარჯვებაში მთავარი როლი შეასრულა.
„ნიუ ორლეან პელიკანსი“ დასავლეთ კონფერენციაში 16 მოგებითა და 26 მარცხით მე-12 ადგილზე იმყოფება.