ბრედლი უიგინსი - ვაპირებ 60 წლის მოვკვდე
ბრედლი უიგინსი - ვაპირებ 60 წლის მოვკვდე

ლეგენდარულმა ბრიტანელმა ველომრბოლმა, სერ ბრედლი უიგინსმა, ჟურნალისტებთან საუბარში ილაპარაკა, რა ასაკამდე აპირებს ცხოვრებას. 38 წლის სპორტმენს, რომელმაც 2016 წელს დაასრულა კარიერა, სპორტისთვის კიდევ ბევრის გაკეთება სურს.

„ვაპირებ 60 წლის ასაკში მოვკვდე“, – ამბობს TalkSport-თან უიგინსი. – „ასე რომ, დაახლოებით 20 წელი დამრჩა იმისთვის, რათა სპორტს მაქსიმალურად დავეხმარო. ამის შემდეგ, შემეძლება მშვიდად წასვლა“.

ოლიმპიური ოქროების გარდა, უიგინსს მოგებული აქვს ტურ დე ფრანსი. კარიერის ბოლოს, ბრიტანელი ეჭვმიტანილი იყო აკრძალული პრეპარატების მიღებასა და თერაპიული გამონაკლისის ბოროტად გამოყენებაში.