ცნობილი ხდება, რომ “ფეხბურთის მეფე”, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ დაესწრება. ამგვარი ინფორმაცია რამდენიმე ბრაზილიურმა ინტერნეტ-რესურსმა გაავრცელა.
ზურგის ტრავმის მიზეზით, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა გამოტოვა რამდენიმე ღონისძიება, რომლებშიც მონაწილეობას გეგმავდა.
აღნიშნავენ ასევე, რომ 77 წლის პელე მსოფლიოს ჩემპიონატის დროს კომენტატორად იმუშავებს ბრაზილიის ტელევიზიაში.
2018 წლის მუნდიალი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება.