ბრაზილიის პრეზიდენტმა ნეგატიური კომენტარი გააკეთა ნაკრების მწვრთნელად ანჩელოტის დანიშვნაზე #1TVSPORT
ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუიშ ლულა და სილვამ კომენტარი გააკეთა ქვეყნის პირველი ნაკრების მთავარ მწვრთნელად კარლო ანჩელოტის დანიშვნის შესახებ. იტალიელი სპეციალისტი მოვალეობის შესრულებას 2024 წლის ზაფხულიდან შეუდგება.
„ის არასოდეს ყოფილა იტალიის ნაკრების მწვრთნელი. იქნებ მან იტალიის პრობლემების მოგვარებას მიხედოს, რომელიც საერთოდ არ ყოფილა მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე?
ძალიან იოლია, მართო გუნდი ევროპაში ეროვნული ნაკრების 11 ფეხბურთელით. და რთულია აქამდე ჩამოაღწიო და „კორინთიანსს“ ჩაუდგე სათავეში. მინდა, ვნახო, გამოასწორებს თუ არა ანჩელოტი „კორინთიანსს“. ჩემი „კორინთიანსი“ დღეს ძალიან იტანჯება“, – მოჰყავს ბრაზილიის პრეზიდენტის სიტყვები SBT News-ს.