ბრაზილიის ოლიმპიური კომიტეტის ყოფილ პრეზიდენტს 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს #1TVSPORT
ბრაზილიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილ პრეზიდენტს კარლოს ნუზმანს 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს კორუფციისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრთა ხმების მოსყიდვის გამო, რისი მიზანიც იყო 2016 წელს ზაფხულის ოლიმპიადის რიო-დე-ჟანეიროში ჩატარება.
ამერიკული ტელეკომპანია ESPN-ის ინფორმაციით, ნუზმანს იქამდე არ გაუშვებენ ციხეში, სანამ მისი აპელაცია არ იქნება განხილული.
კარლოს ნუზმანი სათავეში ედგა 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს. მას ასევე ბრალად ედება გადასახედებისთვის თავის არიდება, კრიმინალური დაჯგუფების შექმნა და ფული გათეთრება.
პატიმრობა ასევე მიუსაჯეს რიო-დე-ჟანეიროს ყოფილ გუბერნატორს სერჟიო კაბრალს, ბიზნესმენ არტურ სუარეშს და 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადის გენერალურ დირექტორს ლეონარდო გრაინერს.
2016 წლის თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლაში რიო-დე-ჟანეირომ გაუსწრო ჩიკაგოს, ტოკიოსა და მადრიდს.