ბრაზილიის ნაკრებში პეპ გვარდიოლას დანიშვნა იგეგმება #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრებში პეპ გვარდიოლას დანიშვნა იგეგმება #1TVSPORT

ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაცია (CBF) ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს. ცნობილია, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ, ბრაზილიის ნაკრების დამრიგებლის პოსტს დატოვებს ტიტე. ამის შესახებ მან ერთი წლის წინ დააანონსა.

როგორც ესპანური გაზეთი Marca იტყობინება, კონფედერაციის მთავარი სამიზნეა „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა. წყაროს ცნობით, CBF-მა უკვე აცნობა თავისი გეგმების შესახებ პეპე გვარდიოლას – ხოსეპის აგენტსა და ძმას.

ბრაზილიური მხარე მზად არის 51 წლის სპეციალისტს შესთავაზოს ოთხწლიანი კონტრაქტი – მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატამდე. რაც შეეხება კონტრაქტის ფინანსურ მხარეს, CBF გვარდიოლას წელიწადში 12 მილიონი ევრო გადაუხდის. შედარებისთვის, „მანჩესტერ სიტიში“ ესპანელის ხელფასი 20 მილიონი ევროა.

გვარდიოლას კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.