ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი - ეჭვი მეპარება ნეიმარსა და ბრაზილიის ნაკრებში #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ვალტერ კასაგრანდემ ბრალი დასდო ნეიმარს ნაკლებ პროფესიონალიზმში. მას არ სჯერა, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავი თავს გამოიჩენს მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატზე. კასაგრანდეს ასევე ეჭვი ეპარება, რომ ბრაზილიის ნაკრები ტურნირს ფავორიტის რანგში დაიწყებს.
„არ მგონია, რომ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტებს შორის იყოს. ნეიმარს კი საერთოდაც გარყვნილის გამომეტყველება აქვს. ჯერჯერობით მისი საქციელით არ ჩანს, რომ თამაშს აპირებდეს. მე მას არ ვენდობი“, – განაცხადა კასაგრანდემ.
ცნობილია, რომ ნეიმარის მომავალი „პარი სენ-ჟერმენში“ გაურკვეველია. ცოტა ხნის წინ, პარიზული კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ არ გამორიცხა ფეხბურთელის გაყიდვა, თან ურჩია მას უფრო მოკრძალებულად მოიქცეს.