ბრაზილიის ნაკრების მოთამაშეებმა ღარიბი ოჯახების დასახმარებლად ერთი მილიონი დოლარი შეაგროვეს
ბრაზილიის ნაკრების მოთამაშეებმა ღარიბი ოჯახების დასახმარებლად ერთი მილიონი დოლარი შეაგროვეს

ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრებმა მონაწილეობა მიიღეს კორონავირუსთან ბრძოლის კამპანიაში. ტექნიკურმა პერსონალმა და ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელმა უკვე შეაგროვა თითქმის მილიონი დოლარი ბრაზილიის გაჭირვებული ოჯახებისთვის.

შეგროვებული თანხა სასურსათო კალათების შეძენაზე დაიხარჯება. საბოლოოდ, ისინი ორი თვის განმავლობაში დაეხმარებიან 32 ათას ოჯახს.

მოთამაშეებს შორის, რომლებმაც დახმარებაზე თანხმობა განაცხადეს, ნეიმარი, ალისონი, კაზემირო და ფილიპე კოუტინიო არიან.