ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად გამოცხადდა, არგენტინა მეორეზეა, დანია - საფრანგეთზე მაღლა, ბელგია და პორტუგალია TOP10-ის მიღმა #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად გამოცხადდა, არგენტინა მეორეზეა, დანია - საფრანგეთზე მაღლა, ბელგია და პორტუგალია TOP10-ის მიღმა #1TVSPORT

ბრიტანულმა გაზეთმა The Guardian-მა ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად მონათლა.

გამოცემამ შეადგინა ფინალისტების რეიტინგი და ტიტეს გუნდმა პირველი ადგილი მიიღო. სამეულში მოხვდნენ არგენტინა და ესპანეთი.

ფავორიტთა პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  1. ბრაზილია
  2. არგენტინა
  3. ესპანეთი
  4. ნიდერლანდები
  5. გერმანია
  6. დანია
  7. საფრანგეთი
  8. ხორვატია
  9. ინგლისი
  10. სერბეთი

უნდა აღინიშნოს, რომ ბელგიის ნაკრებმა მე-12 ადგილი დაიკავა, პორტუგალიამ – მე-14.