ბრაზილიის მსგავსად, ინგლისშიც ნაკრების ქალი და მამაკაცი მოთამაშეები ერთნაირ ხელფასს მიიღებენ
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ გამოაცხადა, რომ 2020 წლის იანვრიდან ქვეყნის მამაკაცთა და ქალთა ნაკრების ფეხბურთელები თანაბარი ოდენობის ხელფასებს იღებენ.
„ასოციაცია ქალ ფეხბურთელებს უხდის ისეთივე თანხას, როგორსაც მამაკაცთა ნაკრების მოთამაშეები იღებენ. ეს შეეხება როგორც მატჩებისთვის ანაზღაურებას, ასევე ბონუსებს.
თანაბარი ანაზღაურების წესი 2020 წლის იანვრიდან მოქმედებს“, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ მამაკაცთა და ქალთა ნაკრების ფეხბურთელებისთვის ერთნაირი ხელფასის წესი შემოიღეს ბრაზილიაში. უფრო ადრე ამ გზით წავიდნენ ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და ნორვეგიის საფეხბურთო ფედერაციები.