ბრაზილიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა
ბრაზილიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა

რუდოლფ ამბროზიუ ბრაზილიის ეროვნული ნაკრებიდან წავიდა. 57 წლის არგენტინელი მწვრთნელი ხელფასის გაზრდას ითხოვდა, რაზეც ბრაზილიის რაგბის ფედერაციისგან უარი მიიღო. სწორედ ეს გახდა რუდოლფ ამბროზიუს ნაკრებიდან წასვლის მიზეზი.

ბრაზილიის რაგბის კავშირმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გუნდის ყოფილი მორაგბე ფერნანდო დანიშნა.

რუდოლფ ამბროზიუ ბრაზილიის რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. მისი ხელმძღვანელობით ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს რეიტინგში მე-40-დან 25-ე ადგილამდე ასვლა მოახერხა. ასევე, მისი მწვრთნელობის პერიოდში ბრაზილიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა აშშ-ს(2016), კანადის( 2017 და 2019) და პორტუგალიის ( 2017 და 2019) ნაკრებებს მოუგო. ბრაზილიამ არგენტინისა და საქართველოს მეორე ნაკრებებსაც სძლია.

რუდოლფ ამბროზიუმ ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ბოლო მატჩი მიმდინარე თვეში „ბარბაროსების“წინააღმდეგ ჩაატარა. შეხვედრა „ბარბაროსებმა“ 47:22 მოიგეს.