ბრაზილიის მინისტრმა რობინიოს დაჭერა მოითხოვა
ბრაზილიის მინისტრმა რობინიოს დაჭერა მოითხოვა

ბრაზილიაში ოჯახის საქმეებისა და ადამიანის უფლებების მინისტრი დამარეს ალვესი გამოვიდა მოწოდებით – დააპატიმრონ ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი რობინიო. ფეხბურთელს 2017 წელს, იტალიაში დაუსწრებლად მიუსაჯეს ცხრაწლიანი პატიმრობა ქალის მიმართ ძალადობის გამო.

„დაუყოვნებლივ ციხეში, მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. ციხე. არც ერთი ასეთი ადამიანისთვის არ შეიძლება ტაშის დაკვრა. ნუთუ ამ ბიჭს მოედანზე დაბრუნება სურს, რათა გმირის რანგში იპოზიოროს? ჩვენ არ უნდა წავიდეთ დათმობებზე ასეთი ტიპის დანაშაულებებთან მიმართებაში“, – თქვა ალვეშმა.

ცოტა ხნის წინ, რობინიომ კონტრაქტი გააფორმა „სანტოსთან“, მაგრამ კლუბმა ექვსი დღის შემდეგ გაწყვიტა ხელშეკრულება ფეხბურთელთან სპონსორების მხრიდან ნეგატიური რეაქციის გამო.