ფორმულა 1-ში ბრაზილიის გრანპრი სკანდალით აღინიშნა. სან პაულუში გამართული რბოლის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა გახდა ინციდენტი, რომელიც „რედ ბულისა“ და „ფორს ინდიას“ პილოტებს – მაქს ფერსტაპენსა და ესტებან ოკონს შორის მოხდა.
დისტანციის შუაში, ბოქსებიდან გამოსულმა ოკონმა სცადა ერთი წრით დაწინაურებული ლიდერის ფერსტაპენის გასწრება, მაგრამ მოხდა კონტრაქტი და ორივე პილოტი მოსრიალდა. ამის გამო, ფერსტაპენმა პრაქტიკულად განაღდებული გამარჯვება დაკარგა და ლუის ჰემილტონის უკან მეორე ადგილი დაიკავა.
რბოლის შემდეგ, „რედ ბულის“ პილოტი აწონვის პროცედურისას, თავს დაესხა ოკონს – სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და რამდენჯერმე ხელი უბიძგა.