ბრაზილიელი რონალდო კრიშტიანო რონალდოზე - მას აღიზიანებს, როცა ნამდვილ რონალდოს მე მიწოდებენ
ბრაზილიელი რონალდო კრიშტიანო რონალდოზე - მას აღიზიანებს, როცა ნამდვილ რონალდოს მე მიწოდებენ

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა რონალდომ აზრი გამოთქვა ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელ ფორვარდ კრიშტიანო რონალდოსთან შედარებაზე.

„რა თქმა უნდა, კრიშტიანოს აღიზიანებს, როცა ამბობენ, რომ ნამდვილი რონალდო – მე ვარ. არ შეიძლება ადამიანების შედარება. კრიშტიანომ ბევრი გოლი გაიტანა, ყოველ სეზონში აჩვენებს დაუჯერებელ სტაბილურობასა და ამის წყალობით, ის ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება. როგორც მესი, ისიც ერთ-ერთი საუკეთესოა“, – თქვა „ინსტაგრამის“ პირდაპირ ეთერში ფაბიო კანავაროსთან საუბრისას რონალდომ.