ბრაზილიელი ნახევარმცველი „გაგრაში“ - მათეუშ მარკონდელე ლიეტუვიდან ჩამოვიდა #1TVSPORT
ბრაზილიელი ნახევარმცველი „გაგრაში“ - მათეუშ მარკონდელე ლიეტუვიდან ჩამოვიდა #1TVSPORT

ახალი სეზონიდან „გაგრას“ მათეუშ მარკონდელე დაეხმარება, – ბრაზილიელი ლეგიონერის შესახებ ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

ცენტრალური ნახევარმცველი ახალ გუნდში უკვე ჩაირიცხა და ხელშეკრულებაც გააფორმა, მაგრამ მათეუშ მარკონდელეს კონტრაქტის დეტალებზე „გაგრის“ პრესსამსახური არაფერს იუწყება.

26 წლის მარკონდელემ (სიმაღლე – 172) კარიერა ბრაზილიაში დაიწყო და ამ ქვეყნის სერია B-ს კლუბებში ირიცხებოდა – „მარილიაში“, „აუდაქსსა“ და „პონტე პრეტაში“. ბოლოს თამაშობდა ლიეტუვის უმაღლესი ლიგის კლუბ „ჰეგელმანში“, სადაც გასულ სეზონში ნახევარმცველი ლევან მაჭარაშვილი გამოდიოდა.

ტრანსფერმარკტი“ „გაგრის“ ახალწვეულის სატრანსფერო ღირებულებას 150 ათას ევროდ აფასებს, მაგრამ ბრაზილიელი საქართველოში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩამოვიდა.