ბრაზილიელი მწვრთნელის რეკორდი - კონტრაქტი 37-ე გუნდთან
ბრაზილიელი მწვრთნელის რეკორდი - კონტრაქტი 37-ე გუნდთან

ბულგარეთის კლუბი “ლუდოგორეცი” ბრაზილიელმა მწვრთნელმა ჩაიბარა, რომელსაც გასაოცარი სტატისტიკა აქვს – მან თავის კარიერაში კონტრაქტი 37-ე გუნდთან გააფორმა.

ლუდოგორეცს” ახალი მწვრთნელი 61 წლის პაულო ავტუორია. 1957 წელს დაბადებულმა სპეციალისტმა პირველად გუნდი 18 წლის ასაკში ჩაიბარა. 43 წლის განმავლობაში მან ბევრი კლუბი შეიცვალა.

61 წლის მწვრთნელი “ლუდოგორეცამდე“ საკმაოდ ცნობილ ბრაზილიურ “ატლეტიკოს პარანაენსეს” ხელმძღვანელობდა. მაგრამ შარშან, კლუბის სტრუქტურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ თანამდებობაზე გადაიყვანეს.

43 წლის განმავლობაში პაულო ავტუორიმ ხუთ ქვეყანაში იმუშავა – ბრაზილიის გარდა, პერუში, ყატარში, პორტუგალიასა და იაპონიაში. იწვევდნენ ცნობილ კლუბებში – “ბოტაფოგოში“, “კრუზეიროში“, “სანტოსში“, “ვასკო და გამაში”, “ფლამენგოში“, “ბენფიკაში“, ხოლო სანაკრებო დონეზე – პერუსა და ყატარის ეროვნულ გუნდებში. ყველაზე დიდხანს პირველ კლუბში, “პორტუგეზას” დუბლშემადგენლობაში გაჩერდა – 4 წელი.