ბრაზილიაში „ბაიერნისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი დააპატიმრეს #1TVSPORT
ბრაზილიის სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გასცა „ლოს ანჯელეს გელაქსის“ ნახევარმცველზე, დუგლას კოშტაზე. გამოცემა GZH-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი ყოფილი ცოლისთვის ალიმენტების გადაუხდელობაა.
წყაროს ცნობით, კოშტა ბრაზილიაში დაბრუნებისთანავე დააპატიმრეს. ფეხბურთელის ადვოკატი სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
32 წლის დუგლას კოშტა ცნობილია „ბაიერნსა“ და „იუვენტუსში“ გამოსვლით. ამ სეზონში მან „ლოს ანჯელეს გელაქსის“ რიგებში ოთხი მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.