ბრაზილიას უცხოურ ჩემპიონატებში ყველაზე მეტი ლეგიონერი ჰყავს, საქართველო 49-ე ადგილზეა #1TVSPORT
სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) გამოაქვეყნა ქვეყნების რეიტინგი, რომლებსაც ყველაზე მეტი ლეგიონერი ჰყავთ წარმოდგენილი უცხო ქვეყნების ჩემპიონატებში. კლასიფიკაციის შესადგენად ჯამში შეისწავლეს 135 საფეხბურთო ლიგა.
რეიტინგის ლიდერი აღმოჩნდა ბრაზილია: ამ ქვეყნის 1219 ფეხბურთელი თამაშობს უცხოურ ჩემპიონატებში. მეორე ადგილზეა საფრანგეთი – 978 ლეგიონერი, მესამეზე – არგენტინა (815).
ტოპ-ათეულში მოხვდნენ: ინგლისი (525), გერმანია (441), კოლუმბია (425), ესპანეთი (409), ხორვატია (400), სერბეთი (379) და ნიდერლანდები (367).
საქართველო 68 ლეგიონერით კლასიფიკაციაში 49-ე ადგილზეა.