ბრაზილიამ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ბრაზილიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ტიტეს ხელმძღვანელობით, დაასახელა 24 ფეხბურთელი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის სასტარტო მატჩებისთვის. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი საკვალიფიკაციოს 26 მარტს, ბოლივიასთან საშინაო მატჩით დაიწყებს, 1 აპრილს კი სტუმრად ითამაშებს პერუსთან.
გამოძახებულთა შორის არ არის „ლივერპულის“ ტრავმირებული მეკარე ალისონი, სრული სია კი ასე გამოიყურება:
მეკარეები – ვევერტონი (პალმეირასი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ივან კუარეჟმა და სილვა (პონტე პრეტა);
მცველები – დანი ალვეში (სან პაულუ), დანილო (იუვენტუსი, იტალია), ალექს სანდრო (იუვენტუსი, იტალია), რენან ლოდი (ატლეტიკო, ესპანეთი), ტიაგო სილვა (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), მარკინიოსი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ედერ მილიტაო (რეალი, ესპანეთი), ფელიპე (ატლეტიკო, ესპანეთი);
ნახევარმცველები – კაზემირო (რეალი, ესპანეთი), ფაბინიო (ლივერპული, ინგლისი), ბრუნო გიმარაეში (ლიონი, საფრანგეთი), არტური (ბარსელონა, ესპანეთი), ევერტონ რიბეირო (ფლამენგო), ბრუნო ენრიკე (ფლამენგო), ევერტონი (გრემიო);
ფორვარდები – ფილიპე კოუტინიო (ბაიერნი, გერმანია), გაბრიელ ჟესუსი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), რიშარლისონი (ევერტონი, ინგლისი), რობერტო ფირმინო (ლივერპული, ინგლისი), გაბრიელ ბარბოზა (ფლამენგო).