ბრაზილიამ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საშინაო ფორმა წარადგინა - დიზაინის შთაგონების წყარო იაგუარი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
ბრაზილიამ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საშინაო ფორმა წარადგინა - დიზაინის შთაგონების წყარო იაგუარი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ ეროვნული გუნდის საშინაო ფორმა წარადგინა, რომლითაც გუნდი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს.

„ბრაზილიის ნაკრების შთამბეჭდავი და თამამი ფორმა პატივს მიაგებს იმ ხალხის სიმამაცესა და კულტურას, რომელიც არასოდეს ნებდება. იაგუარის ძალითა და სილამაზით შთაგონებული დიზაინი ყველა ბრაზილიელს გააერთიანებს“, – წერია კონფედერაციის განცხადებაში.

ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილია სერბეთთან (24 ნოემბერი), შვეიცარიასთან (28 ნოემბერი) და კამერუნთან (2 დეკემბერი) ითამაშებს.