ბრაზილია-არგენტინის სკანდალურად ჩაშლილ მატჩთან დაკავშირებით, ფიფა-მ განცხადება გაავრცელა #1TVSPORT
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში 5 სექტემბერს ბრაზილიამ არგენტინას უმასპინძლა.
შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში „კორინთიას არენაზე“ მოვლენები უცნაურად განვითარდა. მოედანზე ბრაზილიის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები შევიდნენ და სამ არგენტინელ ფეხბურთელს კოვიდრეგულაციების დარღვევაში ადანაშაულებდნენ. თამაში შეწყდა. არგენტინელებმა მოედანი დატოვეს.
ფიფა-მ ამ სკანდალურ მატჩთან დაკავშირებით პირველი განცხადება გააკეთა:
„ფიფა შეწუხებულია შექმნილი სიტუაციით, რომელიც ბრაზილიისა და არგენტინის შეხვედრის დროს მოხდა და მილიონობით გულშემატკივარს ხელი შეუშალა ეყურებინა მსოფლიოს ორი უძლიერესი გუნდის თამაშისთვის. პირველი ანგარიშები ფიფა-ში უკვე გაიგზავნა. მიღებულ ინფორმაციას კომპეტენტური სადისციპლინო კომიტეტები განიხილავენ და შესაბამისი გადაწყვეტილება დროულად იქნება მიღებული“.