ბრატისლავის „სლოვანი“ კონკურენტ „ჟილინასთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგაზე გასულმა „სლოვანმა“, სადაც გურამ კაშია თამაშობს, სლოვაკეთის ჩემპიონატში კონკურენტ „ჟილინას“ უმასპინძლა და მტკივნეული მარცხი იწვნია – 0:5.
სლოვაკეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურის შეხვედრას ვლადიმირ ვაისის გუნდმა ევროტრიუმფიდან ოთხ დღეში უმასპინძლა, გუნდი კი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გურამ კაშიამ გაიყვანა და შეუცვლელად ითამაშა.
„დღევანდელი ჩავარდნა მოსალოდნელი იყო, მაგრამ ასეთ შედეგს მაინც არ ველოდით. ერთი წაგება არ ნიშნავს, რომ ყველაფერს არასწორად ვაკეთებთ, ასეთი რამ სპორტში ხდება. ცუდი თამაშისა და შედეგის მიუხედავად, მინდა, დავიცვა გუნდი, ფეხბურთელები და ის წარმატება, რასაც ბოლო სამი თვის განმავლობაში მივაღწიეთ“, – თქვა მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ასისტენტმა ბორის კიტკამ (ის საქართველოს ნაკრებშიც ამ ფუნქციას ასრულებდა).
წაგების მიუხედავად, „სლოვანი“ სლოვაკეთის ჩემპიონატში 12 ქულით პირველ ადგილზეა, თუმცა მეორეადგილსოანმა „ჟილინამ“ ბრატისლაველებთან ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა.