ბრაიმ დიასმა მაროკოს ნაკრებში თამაში აირჩია #1TVSPORT
ბრაიმ დიასმა მაროკოს ნაკრებში თამაში აირჩია #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ბრაიმ დიასი საბოლოოდ ჩამოყალიბდა, რომელი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში სურს თამაში.

გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, დიასმა არჩევანი მაროკოს ნაკრების სასარგებლოდ გააკეთა. ამ ინფორმაციას ადასტურებს იტალიელი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო.

იტყობინებიან, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ოფიციალურად უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.

წლის დასაწყისში დიასმა უარი თქვა აფრიკის თასის გათამაშებაში მაროკოს ნაკრებში თამაშზე, რადგან ესპანეთის ნაკრებიდან გამოძახებას ელოდა. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ბრაიმს სწორედ ესპანეთის ნაკრებში სურდა თამაში, მაგრამ ახლა მობეზრდა ლოდინი და საერთაშორისო კარიერისთვის მაროკო აირჩია.

მიმდინარე სეზონში ბრაიმ დიასმა 30 ოფიციალურ მატჩში რვა გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.