„მილანის“ 23 წლის ნახევარმცველი ბრაიმ დიასი მაროკოს ნაკრების შეკრებას შეუერთდება, რომელიც 20-28 მარტს ჩატარდება.
დიასი ესპანეთშია დაბადებული და ამ ქვეყნის U-17, U-19 და U-21 ნაკრებებში უთამაშია, 2021 წელს კი ერთადერთი მატჩი ჩაატარა ესპანეთის მთავარ ნაკრებში – ლიეტუვის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში გოლი გაიტანა, მაგრამ მას შემდეგ ეროვნულ გუნდში აღარ გამოუძახიათ. ფეხბურთელის მშობლებს მაროკოული ფესვები აქვთ და, დიდი ალბათობით, დიასი სანაკრებო კარიერას მაროკოში გააგრძელებს.
მიმდინარე სეზონში დიასმა 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ოთხი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.