ბრაიანტი არ დაესწრება მატჩს, რომელშიც ლებრონ ჯეიმსი ქულების რაოდენობით გაუსწრებს
„ლეიკერსის” შემადგენლობაში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხუთგზის ჩემპიონმა კობი ბრაიანტმა განაცხადა, რომ არ დაესწრება იმ შეხვედრას, რომელშიც მას კარიერაში მოპოვებული ქულების რაოდენობით „ლეიკერსის” დღევანდელი ლიდერი ლებრონ ჯეიმსი გაუსწრებს.
კობის თქმით, მას უნდა იმ დღეს მთელი ყურადღება ლებრონისკენ იყოს მიმართული. ბრაიანტი NBA-ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილზეა და ჩამორჩება მხოლოდ ქარიმ აბდულ-ჯაბარსა და კარლ მელოუნს. ლებრონ ჯეიმსს კობიმდე 80 ქულა აშორებს.
„როცა ლებრონი ლოს ანჯელესში გადავიდა და „ლეიკერსის” მოთამაშე გახდა, ის შესაბამისად ჩვენს საძმოში ჩაეწერა. ჩვენ ის უნდა მივიღოთ. უნდა აღვნიშნოთ და დავაფასოთ, რასაც მან მიაღწია, რადგან ეს მართლაც უდიდესი შედეგებია. მე არ წავალ ამ მატჩზე. უმჯობესია, ლებრონი იყოს იმ დღეს ყურადღების ცენტრში. აუცილებლად დავურეკავ და მივულოცავ”, – მოჰყავს ბრაიანტის სიტყვები „ლოს ანჯელეს თაიმსს”.
კობი ბრაიანტმა 33 643 ქულით დაასრულა კარიერა. დღეისთვის, ლებრონს 33 563 ქულა აქვს მოპოვებული. სიის ლიდერის ქარიმ აბდულ-ჯაბარის მონაგარია 38 387 ქულა, მეორეზეა კარლ მელოუნი – 36 928 ქულა.