21 დეკემბერს აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მორიღი ღონისძიება სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში, „საჯიკ არენაზე“ შედგება. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მთავარი ბრძოლის ერთერთი მონაწილე ბრაიან ორტეგა დაპირისპიებას ტრავმის გამო გამოეთიშა. მექსიკელმა ჯვარედინი მყესები დაიზიანა და ჩან სუნგ იონგის (15-5) წინააღმდეგ ვეღარ იბრძოლებს.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მის ნაცვლად „კორეელ ზომბის“ ფრენკი ედგარი (23-7-1) დაუპირისპირდება. მოგეხსენებათ, რომ ედგარს უკვე აქვს ჩანიშნული ბრძოლა 24 იანვარს მსუბუქ წონით დივიზიონში (bantamweight) კორი სანდჰაგენის წინააღმდეგ.
ბუსანის საბრძოლო ღამის „მეინ ქარდი“ კი ასე გამოიყურება
ფრენკი ედგარი – კორეელი ზომბი
ვოლკან ოეზდემირი – ალექსანდრ რაკიჩი
დუჰო ჩოი – ჯოურდეინი
და უნ იუნგი – მაიკ როდრიგესი
მარკ ანდრე ბარიაულტი – ჯუნ იონგ პარკი
კიონგ ჰო კანგი – ლიუ პინგუანი