„ბოსტონ სელტიკსის“ ერთერთი წამყავნი კალათბურთელი, ალ ჰორფორდი, ექიმების განცხადებით მოედანს სავარაუდოდ დღეს დაუბრუნდება. ბოსტონებელები „ტი დი გარდენში“ „შარლოტს“ მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ „სელტიკსს“ ტრავმების გამო ჰორფორდის გარდა აარონ ბეინსი და მარკუს მორისი ვერ ეხმარებიან.
ალ ჰორფორდმა მუხლის ტრავმის გამო 7 შეხვედრა გამოტოვა. უკანასკნელი მატჩი ბრედ სტივენსის გუნდმა საკუთარ არენაზე „მილუოკისთან“ დათმო. მიმდინარე სეზონზე დომენიკელი ცენტრი საშუალოდ 12.4 ქულას, 6.4 მოხსნას, 3.4 პასს და 1.7 ბლოკს აგროვებს.