„მაიამი“ „ბოსტონს” აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში 3-1 უგებდა. „ჰიტს“ სუპერფინალში მოსახვედრად ერთი მოგება აშორებს. დღეს ორლანდოში რიგით მეხუთე მატჩი შედგა, რომელმაც სერიას ინტრიგა დაუბრუნა. ბრედ სტივენსის გუნდმა მატჩში გარდატეხის შეტანა მესამე პერიოდში შეძლო. დიდ შესვენებაზე სპოელსტრას შეგირდები 7-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.
მესამე მეოთხედში კი „ბოსტონმა“ თამაშის სურათი რადიკალურად შეცვალა. ჯეისონ ტეიტუმმა მესამე 12-წუთიან მონაკვეთში 17 ქულა დააგროვა და „სელტიკსმა“ პერიოდი 41:25 მოიგო.
საბოლოოდ „ბოსტონმა“ 121-108 იმარჯვა და სერიაში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა – 3-2. მომდევნო, რიგით მეექვსე შეხვედრა „სელტიკსსა“ და „ჰიტს“ შორის 28 სექტემბერს გაიმართება.