“ბოსტონ სლეტიკსის” მორიგი გამარჯვება “ტი დი გარდენში”.
ბრედ სტივენსის გუნდმა “პორტლენდს” კაირი ირვინგის გარეშე უმასპინძლა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში 1 ქულის სხვაობით 97-96 სძლია.
შეხვედრის პირველი ნახევარი ბოსტონელებმა 16 ქულიანი სხვაობით დათმეს. მეორე ტაიმიდან კი თამაშის სურათი შეიცვალა. “სელტიკსმა” მესამე და მეოთხე პერიოდები დამაჯერებლად ჩაატარა და საბოლოოდ მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.
მასპინძელთა შორის საუკეთესო ალ ჰორფორდი იყო, რომელმაც 22 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ჯეისონ ტატუმის ანგარიშზე 17 ქულაა. “პორტლენდის” რიგებში ყველაზე მეტი 22 ქულა მაკალომის ანგარიშზეა. დემიან ლილარდმა 21 ქულა ჩაიწერა პირად აქტივში.
ბრუკლინი – მილუოკი 94-109
ნიუ იორკი – ატლანტა 96-99
ტორონტო – მემფისი 101-86
ოკლაჰომა – ლეიკერსი 104-108
ფინიქსი – შარლოტი 110-115