"ბოსტონმა" "ოკლაჰომას" დრამატულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე მოუგო
"ბოსტონმა" "ოკლაჰომას" დრამატულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე მოუგო

“თი დი გარდენში” ადგილობრივმა “ბოსტონ სელტიკსმა” “ოკლაჰომას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1 ქულის სხვაობით 100-99 დაამარცხა. შეხვედრაში გადამწვეტი 3 ქულიანი მატჩის დასრულებამდე 1.2 წამით ადრე მარკუს მორისმა ჩააგდო და ბრედ სტივენსის გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ბოსტონელთა შორის ყველაზე მეტი 23 ქულა და 11 მოხსნა ჯეისონ ტატუმის ანგარიშზეა. მორისმა 21 ქულა ჩაიწერა პირად აქტივში. “ოკლაჰომას” რიგებში 27 ქულით რას ვესტბრუკი გამოირჩა. 24 ქულით დაასრულა მატჩი პოლ ჯორჯმა.

ორლანდო – ტორონტო 86-93
მინესოტა – კლიპერსი 123-109
ნიუ ორლეანი – დალასი 115-105
იუტა – ატლანტა 94-99
ფინიქსი – დეტროიტი 88-115
პორტლენდი – ჰიუსტონი 111-115