ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. ზედიზედ 4 წაგებული მატჩის შემდეგ “ბოსტონი” ლოს ანჯელესის “სტეიპლს ცენტრში” ადგილობრივ “კლიპერსს” დაუპირისპირდა და მეტოქეს დამაჯერებელი ანგარიშით 113-102 სძლია. ბოსტონელთა შორის საუკეთესო 20 ქულით კაირი ირვინგი გამოდგა. ჯეისონ ტატუმის ანგარიშზე 18 ქულაა. “კლიპერსის” რიგებში კი 23 ქულით ბლეიკ გრიფინი გამოირჩა.
შარლოტი – ნიუ ორლეანი 96-101
დეტროიტი – იუტა 95 -98
ინდიანა – ფინიქსი 116-101
ფილადელფია – ჩიკაგო 115-101
ატლანტა – ტორონტო 93-108
დალასი – ჰიუსტონი 97-104
მემფისი – სან ანტონიო 85-108
პორტლენდი – მინესოტა 123-114