„ბოსტონმა“ „ლეიკერსს“ ოთხივე პერიოდი მოუგო (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონის მორიგი საინტერესო მატჩები გაიმართა. „ტი დი გარდენში“ „ბოსტონმა“ „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ უმასპინძლა და მეტოქეს უშანსოდ, დიდი ანგარიშით, 139-107 სძლია.

„სელტიკსს“ 27 ქულით ჯეისონ ტატუმმა ულიდერა. 20-20 ქულა დააგროვეს ჯეილენ ბრაუნმა და კემბა ვოკერმა. ენეს კანტერმა 18 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. გორდონ ჰეივარდმა კი საკუთარ გუნდს 16 ქულა შესძინა.

3 თამაშიანი უქმობის შემდეგ დღეს მოედანზე 22:33 წუთი გაატარა ენტონი დევისმა. მის ანგარიშზე 9 ქულა იყო. ლებრონ ჯეიმსმა 15 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. მის აქტივში ასევე 7 მოხსნაა. ლეიკერსისთვის ეს მიმდინარე სეზონზე მე-9 მარცხია. ფრენკ ფოგელის გუნდს აქტივში 34 მოგება აქვს და დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. რაც შეეხება ბოსტონს, ბრედ სტივენსის გუნდი 28 მოგებითა და 14 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება.

ვაშინგტონი – დეტროიტი 106-100

ატლანტა – ტორონტო 117-122

ბრუკლინი – ფილადელფია 111-117

შარლოტი – ორლანდო 83-106

კლივლენდი – ნიუ იორკი 86-106

მაიამი – საკრამენტო 118-113

ჰიუსტონი – ოკლაჰომა 107-112

მემფისი – ნიუ ორლეანი 116-126

მილუოკი – ჩიკაგო 111-98

მინესოტა – დენვერი 100-107

ფინიქსი – სან ანტონიო 118-120

იუტა – ინდიანა 118-88

პორტლენდი – გოლდენ სტეიტი 129-124 (ოვერტაიმი )