„ბოსტონმა“ ფინალი გასვლითი მოგებით გახსნა - NBA, ფინალური სერია, პირველი მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* მატჩში ლიდერი ცხრაჯერ შეიცვალა. ორივე გუნდის მაქსიმალური უპირატესობა 15 ქულას უდრიდა.
* ფინალური სერიის პირველ მატჩში „ბოსტონმა“ და „გოლდენ სტეიტმა“ ერთი ტაიმისთვის რეალიზებული სამქულიანების რეკორდი დაამყარეს – პირველ 24 წუთში ერთად 20 შორეული ტყორცნა ჩააგდეს: 11 – „სელტიქსმა“, 9 – „უორიორზმა“.
* „ბოსტონმა“ 41-დან 21 სამქულიანი (51.2%) გამოიყენა. რვიდან ექვსი სამქულიანი ჩააგდო ელ ჰორფორდმა, რვიდან ხუთი – დერიკ უაიტმა, შვიდიდან ოთხი – მარკუს სმარტმა, სამიდან ორი – პეიტონ პრიტჩარდმა. ამასთან, „ბოსტონის“ ლიდერებმა ჯეისონ ტეიტუმმა და ჯეილენ ბრაუნმა შორიდან ცუდად ისროლეს – ხუთიდან ერთი და რვიდან ორი.
* სტეფ კარიმ პირველ მეოთხედში ექვსი სამქულიანი ჩააგდო, ფინალური სერიის ახალი რეკორდია.
* კარიმ პირველ მეოთხედში 21 ქულა ჩაააგდო. ბოლოს NBA-ის ფინალებში ერთ მეოთხედში მინიმუმ 21 ქულა 1993 წელს მაიკლ ჯორდანმა ჩააგდო.
* „გოლდენ სტეიტმა“ ამ პლეი ოფში პირველად წააგო შინ.
* „ბოსტონის“ ყველა კალათბურთელი ფინალური სერიის დებიუტანტი იყო. „გოლდენ სტეიტის“ მოთამაშეებს ფინალში 123 მატჩი ჰქონდათ ჩატარებული.
* ჯეისონ ტეიტუმმა 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, რაც რეკორდია ფინალური სერიის დებიუტანტისთვის.
* „ბოსტონმა“ მეოთხე მეოთხედში ზედიზედ შვიდი სამქულიანი ჩააგდო, ჯამში 12-დან ცხრა. ამის წყალობით, სტუმრები 20:2 გაიქცნენ.
* ელ ჰორფორდმა ექვსი სამქულიანით კარიერის რეკორდი დაამყარა.
გოლდენ სტეიტი-ბოსტონი 108:120
32:28, 22:28, 38:24, 16:40
გ-ს: კარი (34), უიგინსი (20), ტომპსონი (15), გრინი (4+11 მოხსნა), ლუნი (4+9 მოხსნა) – სასტარტო; პორტერი (12), პული (9), იგუოდალა (7), ბიელიცა (3), კუმინგა (0), ლი (0), მუდი (0), ტოსკანო-ანდერსონი (0).
ბ: ჰორფორდი (26), ბრაუნი (24+7 მოხსნა), სმარტი (18), ტეიტუმი (12+13 პასი), რ. უილიამსი (8+4 დაფარება) – სასტარტო; უაიტი (21), პრიტჩარდი (8), ტაისი (3), გ. უილიამსი (0), მორგანი (0), კორნეტი (0), ფიტსი (0), სტაუსკასი (0), ჰაუზერი (0).
სერია: 0-1