"ბოსტონმა" "დენვერს" დაძაბულ ბრძოლაში სძლია, ირვნიგი კვლავ საუკეთესოა
"ბოსტონმა" "დენვერს" დაძაბულ ბრძოლაში სძლია, ირვნიგი კვლავ საუკეთესოა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა.

“დენვერ ნაგეთსმა” საკუთარ არენაზე “ბოსტონ სელტიკსი” მიიღო და მეტოქესთან დაძაბულ ბრძოლაში 1 ქულის სხვაობით 111-110 დამარცხდა.

ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ბოსტონელთა გამთამაშებელი კაირი ირვინგი იყო, რომელმაც 27 ქულა დააგროვა. ჯეისონ ტატუმის ანგარიშზე 20 ქულაა.

მასპინძელთა შორის ორმაგი დუბლი გაიფორმა ნიკოლა იოკიჩმა. სერბმა ცენტრმა 24 ქულითა და 11 მოხსნა ჩაიწერა პირად აქტივში. ტრეი ლილესის ანგარიშზე 20 ქულაა.

ინდიანა – შარლოტი 105-96
ატლანტა – მინესოტა 105-100
მემფისი – ფინიქსი 120-109
მილუოკი – ფილადელფია 107-95
დალასი – მაიამი 88-95