„ბოსტონმა“ „ბრუკლინთან“ სერია 4:0 მოიგო და პირველი გავიდა მეორე რაუნდში - NBA, პლეი ოფი, პირველი რაუნდი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „ბოსტონი“ პირველი გუნდია, რომელმაც პლეი ოფის საწყისი რაუნდი გადალახა.
* „ბოსტონი“ მეორე რაუნდში „მილუოკისა“ და „ჩიკაგოს“ შორის მოგებულს შეხვდება. „ბაქსი“ იგებს სერიას – 3:1.
* დურანტმა მეოთხე მატჩში 31-დან მხოლოდ 13 ტყორცნა ჩააგდო. სერიის პირველ სამ მატჩში მან 52-დან 17 ტყორცნა ჩააგდო და 17 შეცდომა დაუშვა.
* დურანტმა 2010 წლის შემდეგ პირველად წააგო პლეი ოფის საწყისი რაუნდის სერია.
* ჯეისონ ტეიტუმმა სირენამდე 2:48 წუთით ადრე ექვსი პერსონალურის გამო დატოვა მოედანი.
* შარშან „ბოსტონისა“ და „ბრუკლინის“ სერია პირველ რაუნდში „ნეტსმა“ 4:1 მოიგო.
* * *
* ჯეიმს ჰარდენმა 11-დან ოთხი სროლა ჩააგდო.
* „ფილადელფიამ“ პირველ ტაიმში 10 შეცდომა დაუშვა და თამაშიდან 35 პროცენტის სიზუსტით ისროლა.
* მეორე მეოთხედის სტარტზე „ფილადელფიამ“ ცხრიდან ყველა ტყორცნა ააცილა.
* * *
* „დალასი“ მეორე მეოთხედში 22:4 გაიქცა და გადაწყვიტა მატჩის ბედი.
* „იუტამ“ 30-დან სამი სამქულიანი ჩააგდო და თამაშიდან 38 პროცენტის სიზუსტით ისროლა.
* „იუტამ“ პლეი ოფში ყველაზე დაბალშედეგიანიმატჩი ჩაატარა 2018 წლის ნოემბრის შემდეგ.
* დონოვან მიტჩელმა, რომელიც სერიის პირველ ოთხ მატჩში საშუალოდ 30 ქულას აგროვებდა, ცხრა ქულა ჩააგდო და შვიდიდან შვიდი სამქულიანი ააცილა.
აღმოსავლეთი
ბრუკლინი-ბოსტონი 112:116
26:30, 24:28, 28:32, 34:26
ბრუკ: დურანტი (39+7 მოხსნა+9 პასი), სეტ კარი (23), ირვინგი (20), კლექსტონი (13), დრაგიჩი (10+8 მოხსნა).
ბოს: ტეიტუმი (29), ბრაუნი (22+8 მოხსნა), სმარტი (20+11 პასი), გ. უილიამსი (14), ჰორფორდი (13).
სერია: 0-4
ფილადელფია-ტორონტო 88:103
27:29, 14:25, 25:21, 22:28
ფ: ემბიდი (20+11 მოხსნა), ჰარისი (16+7 მოხსნა), ჰარდენი (15+7 პასი), გრინი (14), მაქსი (12).
ტ: სიაკამი (23+10 მოხსნა+7 პასი), აჩიუვა (17+7 მოხსნა), ტრენტი (16), ანუნობი (16), ბარნსი (12+8 მოხსნა).
სერია: 3-2
დასავლეთი
დალასი-იუტა 102:77
24:18, 28:18, 29:19, 21:22
დ: დონჩიჩი (33+13 მოხსნა), ბრანსონი (24), ფინი-სმიტი (13).
ი: კლარკსონი (20), გობერი (17+11 მოხსნა).
სერია: 3-2