„ბოსტონის“ ზედიზედ მერვე გამარჯვება რეგულარულში (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონის მორიგი ექვსი შეხვედრა გაიმართა. ზედიზედ მერვე გამარჯვება იზეიმა „ბოსტონმა“, რომელმაც ამჯერად საკუთარ „ტი დი გარდენში“ „დალასს“ უმასპინძლა და მეტოქეს 10 ქულის სხვაობით 116-106 სძლია.

ბრედ სტივენსის გუნდში ყველაზე შედეგიანი, 29 ქულით, კემბა ვოკერი გამოდგა. 25 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა ჯეილენ ბრაუნმა. ტეხასელთა რიგებში მორიგი შესანიშნავი მატჩი გამართა ლუკა დონჩიჩმა. სლოვენიელმა 34 ქულა 6 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. „ბოსტონს“ რეგულარული სეზონის დაწყებიდან მხოლოდ ერთი მატჩი აქვს წაგებული.

დეტროიტი – მინესოტა 114-120
სან ანტონიო – მემფისი 109-113
ნიუ ორლეანი – ჰიუსტონი 116-122
გოლდენ სტეიტი – იუტა 108-122
კლიპერსი – ტორონტო 98-88