ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი 8 შეხვედრა გაიმართა. ზედიზედ მეათე გამარჯვება იზეიმა „ბოსტონმა“. „სელტიკსმა“ სტუმრად „გოლდენ სტეიტი“ 100-105 დაამარცხა. ბრედ სტივენსის გუნდში ყველაზე შედეგიანი 24 ქულითა და 8 მოხსნით ჯეისონ ტეიტუმი გამოდგა. ჯეილენ ბრაუნის ანგარიშზე 22 ქულაა. „ვორიორზის“ რიგებში ყველაზე მეტი 20 ქულა ბურკსის ანგარიშზეა.
შარლოტი – დეტროიტი 109-106
ორლანდო – სან ანტონიო 111-109
ჰიუსტონი – ინდიანა 111-102
მემფისი – იუტა 107-106
მინესოტა – ვაშინგტონი 116-137
ოკლაჰომა – ფილადელფია 127-119 (ოვერტაიმი)
ლეიკერსი – საკრამენტო 99-97