ბოსტონის მარცხი ბოლო წამებზე, ლეიკერსმა პორტლენდში მოიგო
13:23, 04.11.2018
მორიგი შეხვედრები გაიმართა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). აღმოსავლეთ კონფერენციის ერთერთმა ლიდერმა და ფავორიტმა, „ბოსტონ სელტიქსმა“ ინდიანაში, ადგილობრივ „პეისერსთან“ 101-102 წააგო. მასპინძლებს, თამაშის დასრულებამდე 3 წამით ადრე, ვიქტორ ოლადიპომ მოაგებინა. ინდიანელთა ლიდერმა გადამწყვეტი სამიანი ჩააგდო. ოლადიპო თავის გუნდში 24 ქულით და 12 მოხსნით საუკთესო იყო. ბოსტონელთა შემადგენლობაში, 23 ქულით, მარკიფ მორისი გამოირჩა. კაირი ირვინგმა ამჯერად 18 ქულა მოიპოვა. „სელტიქსისთვის“ ეს მიმდინარე სეზონში მესამე მარცხე გამოდგა. ინდიანამ კი მეშვიდე შეხვედრა მოიგო და ბოსტონს ადგილები გაუცვალა. ნეიტ მაკ მილიანის გუნდი, აღმოსავლეთ კონფერენციაში, მესამე პოზიციაზე გადავიდა.
მეოთხე მატჩი მოიგო „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“. კალიფორნიელებმა „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ სტუმრად დაამარცხეს ანგარიშთ 114-110. „მოდა ცენტრში“ ჩატარებული შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბარი იყო და გადამწყვეტი თამაშის მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც სტუმრებმა 32-16 მოიგეს. „ლეიკერსს“ ისევ ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა. „მეფის“ ანგარიშზე 28 ქულა, 7 პასი და 5 მოხსნა დაფიქსირდა. დამარცხებულთა შორის, 30-30 ქულით, გუნდის ლიდერები, სიჯეი მაკკალუმი და დემიენ ლილიარდი გამოირჩნენ. წაგების მიუხედეავად, პორტლენდი დასავლეთ კონფერენციის ხუთეულში ადგილს ინარჩუნებს. „ლეიკერსი“ ჯერჯერობით მხოლოდ მეათეა.