„ბოსტონის“ გულშემატკივარი ქაზენსის მიმართ რასისტული გამონათქვამის გამო დასაჯეს
„ბოსტონის“ გულშემატკივარი ქაზენსის მიმართ რასისტული გამონათქვამის გამო დასაჯეს

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა მოედანზე რასისტული და სხვა სახის დისკრიმინაციული გამოხდომების წინააღმდეგ.

რამდენიმე კვირის წინ „იუტა ჯაზის“ გულშემატკივარი რასელ ვესტრბუკთან შელაპარაკების გამო დისკვალიფიკაციით დასაჯეს და მას იუტას მშობლიურ არენაზე მისვლა ერთი წლის მანძილზე არ შეუძლია. ინციდენტის გამო დასაჯეს ოკლაჰომას გამთამაშებელიც, თუმცა მხოლოდ ფულადი ჯარიმით ($25.000)

„იაჰუ სპორტის“ (Yahoo Sports) ჟურნალისტის კრის ჰეინსის ინფორმაციით ბოსტონის ფანი ორ წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ინციდენტი „ტი დი გარდენში“ მოხდა, როდესაც „სელტიკსი“ „გოლდენ სტეიტ ვორიორზს“ ეთამაშებოდა. გულშემატკივარმა დემარკუს ქაზენსს რასისტული სიტყვებით მიმართა. შედეგად, ამ პიროვნებას ბოსტონის საშინაო მატჩების ხილვა ორი წლის მანძილზე სახლში ტელევიზორს საშუალებით მოუწევს.