ბოსტონი საკუთარ მოედანზე დამარცხდა, ჰიუსტონმა ჰარდენის დაბრუნება, გამარჯვებით აღნიშნა
დღეს დილით, NBA-ში რეგულარული სეზონის ოთხი შეხვედრა გაიმართა. აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი, ბოსტონ „სელტიქსი“ საკუთარ „თიდი გარდენში“ ფილადელფია 76-თან დამარცხდა.
თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, სტუმრებმა გადამწყვეტ უპირატესობას, მესამე მეოთხედში მიაღწიეს, რომელიც 32-21 მოიგეს. დარჩენილ დროში, ბოსტონელთა არერთი მცდელობის მიუხედავად, ფილედელფიელებმა, 9 ქულიანი ჰანდიკაპის შენარჩუნება მაინც შესძლეს და საბოლოოდ 89-80 გაიმარჯვეს.
გამარჯვებულთა შემადგენლობაში, შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ჯოელ ემბიდმა. კამერუნელმა ცენტრმა, 26 ქულა, 16 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
„სელტიქსის“ შემადგენლობაში, 14-14 ქულით, ალ ჰორფორდი და მარკუს მორისი გამოირჩნენ. აღსანიშნავია, რომ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია კაირი ირვინგს. გუნდის ლიდერს, მცირე ტრავმა აწუხებს და მთავარმა მწვრთნელმა მისი დასვენება გადაწყვიტა.
დღევანდელი სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი, „ტოიოტა ცენტრში“ შედგა, სადაც ადგილობრივმა ჰიუსტონ „როკეტსმა” მინესოტა „ტიმბერვულვსი“ მიიღო.
გარკვეული პაუზის შემდეგ, ჰიუსტონს, გუნდის მთავარი ვარსკვლავი, ჯეიმს ჰარდენი დაუბრუნდა, რომელმაც ატივში 10 ქულა და 7 პასი მიითვალა.
დასავლეთ კონფერენციის მეორე და მეოთხე ადგილოსანთა დაპირისპირება, მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და ტექსასელებმა, მეტოქეს მიახლოვების და მატჩის დაძაბვის საშუალება არ მისცეს. საბოლოოდ, მაიკ დ. ანტონის გუნდმა, 116-98 გაიმარჯვა.
საუკეთესო ერიკ გორდონი იყო 30 ქულით. კლინტ კაპელამ 20 ქულა მოიპოვა, კრის პოლის ანგარიშზე კი, 19 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემაა.
ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა ასე დასრულდა:
კლივლენდი-ორლანდო 104-103
პორტლენდი-ინდიანა 100-86