"ბოსტონი" "მილუოკისთან" 3-2 დაწინაურდა
"ბოსტონი" "მილუოკისთან" 3-2 დაწინაურდა

მილუოკიში ზედიზედ ორი განცდილი მარცხის შემდეგ “ბოსტონი” “ბაგსს” ამჯერად საკუთარ “ტი დი გარდენში” დაუპირისპირდა და მეტოქეს 5 ქულის სხვაობით, 92-87 სძლია.

“სელტიკსის” შემადგენლობაში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ალ ჰორფორდმა, რომელმაც 22 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 16 ქულა ჩაიწერა პირად აქტივში ტერი როზიერმა. 14 ქულით დაასრულა შეხვედრა ჯეილენ ბრაუნმა. მილუოკელთა შორის ყველაზე მეტი 23 ქულა კრის მიდლტონის ანგარიშზეა. 16-16 ქულის დაგროვება შეძლეს იანის ანტეტოკუნმპომ და ერიკ ბლედსოუმ. 17 ქულა ჰქონდა ჯაბარი პარკერს.

მოპოვებული გამარჯვების შემდეგ “ბოსტონი” სერიაში 3-2 დაწინაურდა. მომდევნო შეხვედრა მილუოკიში 27 აპრილს შედგება.