"ბოსტონი" "მილუოკისთან" 2-0 დაწინაურდა
"ბოსტონი" "მილუოკისთან" 2-0 დაწინაურდა

პლეი-ოფში კაირი ირვინგის გარეშე მოასპარეზე “ბოსტონ სელტიკსმა” საკუთარ “ტი დი გარდენში” “მილუოკი ბაგსი” მეორედ მიიღო და პირველი მატჩისგან განსხვავებით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ბრედ სტივენსის გუნდში ბრწყინვალე შეხვედრა გამართა ჯეილენ ბრაუნმა, რომელმაც 30 ქულა შესძინა “ბოსტონს”. ტერი როზიერის ანგაარიშზე 23 ქულაა, 18 ქულით დაასრულა მატჩი მარკუს მორისმა, ხოლო ალ ჰორფორდმა 16 ქულის დაგროვება შეძლო.

მილუოკელთა შორის საუკეთესოები კვლავ იანის ანტეტოკუნმპო (30 ქულა, 9 მოხსნა, 8 პასი) და კრის მიდლტონი (25 ქულა) გამოდგნენ.

მოპოვებული გამარჯვების შემდეგ “ბოსტონი” მერვედფინალურ სერიაში 2-0 დაწინაურდა. მომდევნო შეხვედრა ამ ორ გუნდს შორის 21 აპრილს, ამჯერად “მილუოკის” საშინაო არენაზე ჩატარდება