„ბოსტონი“ ფინალურ სერიაში დაწინაურდა, ფინალებში მესამე მატჩის მომგები გუნდი 83 პროცენტის შემთხვევაში ტიტულს იღებს - NBA, ფინალური სერია, მე-3 მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT
„ბოსტონი“ ფინალურ სერიაში დაწინაურდა, ფინალებში მესამე მატჩის მომგები გუნდი 83 პროცენტის შემთხვევაში ტიტულს იღებს - NBA, ფინალური სერია, მე-3 მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* ლიდერი შეხვედრაში მხოლოდ სამჯერ შეიცვალა. „ბოსტონის“ მაქსიმალური ლიდერობა 19 ქულას აღწევდა, „გოლდენ სტეიტის“ – ორ ქულას.

* ფინალურ სერიებში მესამე მატჩის მომგები გუნდი იღებს ტიტულს 83 პროცენტის შემთხვევაში.

* „გოლდენ სტეიტის“ უპირატესობა ფინალური სერიის ესამმე მეოთხედებში არის +43 ქულა. დანარჩენ მეოთხედებს იგებს „ბოსტონი“ – +48 ქულა.

* ჯეილენ ბრაუნმა პირვველ მეოთხედში 17 ქულა, ხუთი მოხსნა და სამი შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

* სტეფ კარიმ და კლეი ტომპსონმა მესამე მეოთხედში 25 ქულა დააგროვეს.

* „ბოსტონის“ სამმა ლიდერმა – ჯეისონ ტეიტუმმა, ჯეილენ ბრაუნმა და მარკუს სმარტმა მინიმუმ 20 ქულა, ხუთი მოხსნა და ხუთი შედეგიანი გადაცემა დააგროვეს. ბოლოს ასეთი სტატისტიკა ფინალურ სერიაში „ლეიკერსის“ ტრიოს (ქარიმ აბდულ-ჯაბარი, მეჯიქ ჯონსონი, მაიკლ კუპერი) ჰქონდა 1984 წელს.

* მეოთხე მეოთხედში „გოლდენ სტეიტმა“ 11 ქულა დააგროვა. ეს მეორე ყველაზე ცუდი შედეგია კლუბის ისტორიაში პლეი ოფის მატჩებში.

 

ბოსტონი-გოლდენ სტეიტი    116:100

33:22, 35:34, 25:33, 23:11

: ბრაუნი (27+9 მოხსნა), ტეიტუმი (26+9 პასი), სმარტი (24+7 მოხსნა), ჰორფორდი (11+8 მოხსნა+6 პასი), რ. უილიამსი (8+10 მოხსნა+4 დაფარება) – სასტარტო; გ. უილიამსი (10), უაიტი (7), პრიტჩარდი (3).

გ-ს: კარი (31), ტომპსონი (25), უიგინსი (18+7 მოხსნა), ლუნი (6+7 მოხსნა), გრინი (2) – სასტარტო; პული (10), პორტერი (6), პეიტონი (2), იგუოდალა (0), კუმინგა (0), ლი (0), მუდი (0), ბიელიცა (0), ტოსკანო-ანდერსონი (0).

სერია: 2-1