“ბოსტონ სელტიკსმა” პლეი-ოფის მეორე ეტაპზე “ფილადელია სევენთი სიქსერსთან” დაწინაურდა. პირველი მატჩი “ტი დი გარდენში” გაიმართა და “სელტიკსის” დამაჯერებელი გამარჯვებით, 117-101 დასრულდა.
მასპინძელთა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი ტერი როზიერმა (29 ქულა), ჯეისონ ტატუმმა (28 ქულა) და ალ ჰორფორდმა (26 ქულა) შეიტანეს. აღსანიშნავია, რომ ბოსტონელებმა მეტოქეს, რომელიც თამაშამდე ბუკმეიკერების აზრით ფავორიტად ითვლებოდა ოთხივე პერიოდი მოუგეს.
“ფილადელფიას” რიგებში 31 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა ჯოელ ემბიდმა. ჯეი ჯეი რედიკის ანგარიშზე 20 ქულაა. 18 ქულით დააასრულა მატჩი ბენ სიმონსმა. სერიის რიგით მეორე შეხვედრა ამ ორ გუნდს შორის 4 მაისს კვლავ ბოსტონში შედგება.